MARIAN HYMNOGRAPHY IN THE GEORGIAN JERUSALEM TROPOLOGION

Main Article Content

WALKER R. THOMPSON

Abstract

ამ სტატიაში განხილულია ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი სამი, მანამდე არაიდენტიფიცირებული, საგალობლის (ან თეოტოკიონის) ისტორია ძველ ქართულ ტროპოლოგიონში („უძველესი იადგარიდან“), რომელთაც მოგვიანებით ბიზანტიურ ლიტურგიაში – კერძოდ, ახალ-საბაიტურ ოქტოიხოსში და შუა საუკუნეების ბერძნულ და სლავურ ჰოროლოგიონებში განსაკუთრებული ადგილი ენიჭებათ მწუხრის საღამოს (esperinos) და სერობის (apodeipnon) მსახურებებში. კვლევამ აჩვენა, რომ უძველესი იადგარიდან აღებული ეს საგალობლები არა მხოლოდ წარმოაჩენს ადრეულ ქრისტიანულ ეპოქაში ღვთისმშობლის თაყვანისცემას, არამედ ასევე საყურადღებოა აღმოსავლეთ ქრისტიანული სამყაროს ღვთისმსახურებაში ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ჰიმნოგრაფიის განვითარების ისტორიისათვის. გარდა ამისა, ბერძნულ, ქართულ, სლავურ და სირიულ ენებზე არსებული ამ საგალობლების შესწავლა იძლევა საშუალებას წარმოვაჩინოთ ჰიმნოგრაფიული ტექსტების თარგმანის განვითარების ისტორიის აქამდე არასათანადოდ შესწავლილი მნიშვნელოვანი ასპექტი, კერძოდ, თავისუფალი თარგმანიდან უფრო ზუსტ, ორიგინალთან უფრო დაახლოებულ თარგმანზე გადასვლა, რაც შეინიშნება გვიანი შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ბიზანტიის იმპერიის პერიფერიაზე განლაგებული ქვეყნების კულტურებში. ეს ეხება განსახილველი საგალობლების როგორც ქართული, ისე საეკლესიო სლავური ტექსტების რედაქტირებას უფრო მოგვიანო პერიოდში.
განსაკუთრებით საინტერესოა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი საგალობელი, რომელიც ფართოდ იყო ცნობილი გვიან შუა საუკუნეების ბიზანტიურ ტრადიციაში, როგორც მეორე პლაგალური (ანუ მეექვსე) ხმის “Theotokion Dogmatikon”. წინა პერიოდის მეცნიერებაში ეს ჰიმნი ჩვეულებრივ მიეწერებოდა წმინდა იოანე დამასკელს და უკავშირდებოდა შვიდ სხვა დოგმატიკას ბერძნული ოქტოიხოსის
რვახმიან სტრუქტურაში − მიუხედავად იმისა, რომ უძველეს იადგარში, ისევე როგორც ზოგიერთ არაქალკედონურ სირიულ ხელნაწერში, იგი ჩასმულია მეორე (არაპლაგალურ) ხმაში. ამ საგალობლის გამოვლენა უძველეს იადგარში გვაიძულებს გადავხედოთ როგორც მის დათარიღებას, ასევე მთლიანობაში Theotokia Dogmatika-ს ავტორობის და ამ საგალობლების ცალკე, ერთ ციკლად დაჯგუფების საკითხებს. გარდა ამისა, ქართული ტექსტის ბერძნულ ორიგინალთან შედარება საშუალებას გვაძლევს გადავამოწმოთ Renoux-ს და Shoemaker-ის მოსაზრებები საგალობლის აშკარად ქრისტოლოგიური ხასიათის ტერმინოლოგიისა და ამ ჰიმნის როგორც ქალკედონური წესის ადრეული გამოხატულების შესახებ და, ასევე, გამოვიკვლიოთ, თუ როგორ ესმოდათ ეს ტერმინოლოგია ქრისტიანული აღმოსავლეთში მთარგმნელთა შემდგომ თაობებს.

Published: May 6, 2023

Article Details

Section
Articles